ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგის ბოლო 6 ტურში მხოლოდ და მხოლოდ, 5 ქულა მოიპოვა, რის გამოც "ბლაუგრანას" გულშემატკივრის კრიტიკის მიზეზი გახდა.
ამასთან დაკავშირებით „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, კლუბის გულშემატკივარს მიმართა და პირობა მისცა.
"ვპირდები გულშემატკივარს, რომ ბარსელონა ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში 38 ქულით მე-3 ადგილზეა და „ატლეტიკოს“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო "რეალს" 2-ით. ამასთან ერთად "ბარსას" მადრიდულ კლუბებზე თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.