ფეხბურთი

14:31 | 23.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი“ ვირჯილ ვან დეიკით დაინტერესდა

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. როგორც ირკვევა მადრიდელებს „ლივერპულის“ ფეხბურთელების ტრენტ ალექსანდერ-არნოლის და ვირჯილ ვან დეიკის დამატება სურთ.

აღნიშნულ ინფორმაციას Transfersdotcom -ი ავრცელებს. წყაროს ცნობით „სამეფო კლუბის“ მესვეურებს არნოლდის და ვან დაიკის გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ და ფეხბურთელების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკის და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს „ლივერპულთან“ კონტრაქტი სწორედ 2025 წლის ზაფხულში ეწურებათ.

0.106706