გერმანიის II ბუნდესლიგის მე-17 ტურში „კარლსრუემ“ სტუმრად უშუალო კონკურენტი „პადერბორნი“ 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის გმირი კი, ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
მოგეხსენებათ, რომ მე-16 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ბუდუ ზივზივაძე გახდა და ქართველ ფეხბურთელს შანსი აქვს ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ დაისაკუთროს. ბუდესლიგა II-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, სადაც გულშემატკივარი საუკეთესოს ირჩევენ. ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ის II ბუნდესლიგაში 12 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.