UFC-ის ახალ ზელანდიელმა მებრძოლმა დენ ჰუკერმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს, ქართველ მებრძოლ ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "მატადორი" ცდილობს ყველაფერში კონორ მაკგრეგორს მიბაძოს.
"კონორის სათამაშო წიგნის პირველი წესი სათაურებში ყოფნაა, რადგან ყურადღების ცენტრში იყოს. სწორად ასე იქცევა თოფურიაც და ფაქტია ის ყველაფერში ცდილობს მას მიბაძოს. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ მისმა მწვრთნელმა წონის შეცვლაზე ისაუბრა, მაგრამ ეს მხოლოდ საუბარია და ამასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ არსებობს."
"თოფურიამ ვოლკანოვსკის პირადად მისცა სიტყვა და დაჰპირდა, რომ მასთან იჩხუბებდა, ახლა კი უკან იხევს. ვოლკი ამ ბრძოლას სულმოუთქმელად ელოდება." - განაცხადა ჰუკერმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის უკან წონის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მაისსში ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.