ანტონიო კონტეს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერება სურს, რადგან, „ნაპოლის“ დაცვის ლიდერმა ალესანდრო ბონჯორნომ სერიოზული ტრავმა მიიღო და დიდი ხნით უქმობა მოუწევს.
როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, იტალიელ სპეციალისტს მანჩესტერ „იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ჰარი მაგუაიერის გადაბირება სურს და კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.
აქვე გეტყვით, რომ ინგლისელი ცენტრალური მცველის შეძენით ასევე „გალათასარაია“ დაინტერესებული. მაგუაიერს მანჩესტერ „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, 15 მილიონი ევროა.