იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „იუვენტუსი“ „მონცას“ ესტუმრა, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა.
„ბიანკონერის“ კონკრეტულად სერია A-ში 9 ნოემბრის შემდეგ არ მოეგო, ზედიზედ 4 ფრე ჰქონდა ნათამაშები და ბოლოადგილოსან „მონცასთან“ ქულების დაკარგვა, გუნდზე ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე დარტყმა იქნებოდა.
„იუვემ“ იწვალა, თუმცა 3 ქულა მაინც მოიპოვა. ანგარიში ვესტონ მაკკენიმ გახსნა, რასაც სამუელე ბირინდელიმ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა, 39-ე წუთზე ნიკო გონსალესმა მეორედ დააწინაურა თავისი გუნდი და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
„იუვენტუსს“ სერია A-ში ჯერ მარცხი არ განუცდია, თუმცა მხოლოდ 31 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურზეა.
„მონცა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 მაკკენი (14), 1:1 ბირინდელი (22), 1:2 ნიკო გონსალესი (39)