ფეხბურთი

22:24 | 22.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

საჩოგბურთო ანგარიში "ტოტენჰემი" - "ლივერპულის" მატჩში (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში „ლივერპულმა“ ლონდონში „ტოტენჰემი“ ძალიან ლამაზ სტილში, უხვგოლიან შეხვედრაში 6:3 დაამარცხა.

ანგარიში ფეხბურთისთვის მართლაც უჩვეულოა. „წითლები“ ლუის დიასმა დააწინაურა, რასაც ალექსის მაკალისტერის გოლი მოჰყვა. 41-ე წუთზე ჯეიმს მედისონმა შეამცირა სხვაობა, მაგრამ შესვენებამდე დომონიკ შობოშლაიმ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.

მეორე ტაიმში მოჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 5:1 გახდა. „დეზებმა“ მხოლოდ ამის შემდეგ გაიბრძოლეს, ეიან კულუშევსკისა და დომინიკ სოლანკეს გოლებით ორ ბურთამდე შეამცირეს ჩამორჩება, მაგრამ 85-ე წუთზე ლუის დიასმა მეექვსეც გაიტანა - 3:6...

შესანიშნავი თამაში ჰქონდა მოჰამედ სალაჰს, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. ეგვიპტელი პირველი ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონში შობამდე მოახერხა ორნიშნა რაოდენობის გოლებისა და საგოლე პასების მითვლა (13 გოლი, 11 საგოლე პასი).

„ლივერპული“ 39 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, "ჩელსის" 4 ქულით უსწრებს, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი, 26 დეკემბერს, „ლესტერს“ უმასპინძლებს.

„ტოტენჰემი“ – „ლივერპული“ 3:6 (1:3)

გოლები: 0:1 დიასი (23), 0:2 მაკალისტერი (36), 1:2 მედისონი (41), 1:3 შობოშლაი (45), 1:4 სალაჰი (54), 1:5 სალაჰი (61), 2:5 კულუშევსკი (72), 3:5 სოლანკე (83), 3:6 დიასი (85)

0.129743