ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის „რეალმა“ „სევილია“ 4:2 დაამარცხა და 2024 წელი გამარჯვებით დაასრულა.
„სამეფო კლუბმა“ პირველივე ტაიმში კილიან მბაპეს, ფედერიკო ვალვერდესა და როდრიგოს გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, რასაც შესვენებამდე ისააკ რომერომ უპასუხა. მეორე ნახევარში ბრაიმ დიასმა გაზარდა სხვაობა, ხოლო შეხვედრის მიწურულს დოდი ლუკებაკიომ შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ „სევილია“ მარცხისგან ვერ იხსნა.
ანდალუსიელთა ლეგენდამ, ხესუს ნავასმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა და თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდისგან საპატიო დერეფანიც დაიმსახურა.
„რეალმა“ 40 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, „ბარსელონას“ 2 ქულით გადაასწრო, რომელთან შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. კარლო ანჩელოტის გუნდი, რომელიც ქულით ჩამორჩება „ატლეტიკოს“, მომდევნო მატჩს 3 იანვარს, სტუმრად „ვალენსიასთან“ ჩაატარებს.
„რეალი“ – „სევილია“ 4:2 (3:1)
გოლები: 1:0 მბაპე (10), 2:0 ვალვერდე (20), 3:0 როდრიგო (34), 3:1 რომერო (35), 4:1 დიასი (53), 4:2 ლუკებაკიო (86)