ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში „ვალენსიამ“ უშუალო კონკურენტ „ალავესს“ უმასპინძლა და აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ ქულები ისევ დაკარგა.
რუბენ ბარახას გუნდი უმძიმეს ვითარებაშია, სეგუნდა დივიზიონისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს.
„ალავესი“ „მესტალიაზე“ ორჯერ იგებდა, მაგრამ „ღამურებმა“ ლუის რიოხას და დიეგო ლოპესის გოლებით ქულა მაინც გადაარჩინეს. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. მეორე გოლი ვალენსიელებმა 98-ე წუთზე გაიტანეს.
გიორგი მამარდაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია, რომელიც წესით მოედანს უკვე მომდევნო მატჩში უნდა დაუბრუნდეს, რომელსაც „ვალენსია“ 3 იანვარს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.
„ვალენსია“ 12 ქულით ბოლო ორ საფეხურს ადგილს იყოფს „ვალიადოლიდთან“ ერთად...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნოტინგემს ვბალეშიკობ პრემიერ ლიგაში რო გადმოვიდეს, ეს კლუბი კი იმ ფილმის მერე შემიყვარდა რობინ ჰუდში რო არის მოვლენები ქალაქ ნოტინგემში :დ სერიალიც გადიოდა არხ საქართველოზე და მოკლედ იმ ნოტინგემის ნოსტალგიის გამო ვარ ასე :დ