NBA-ში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "მაიამის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 121:114 იმარჯვა.
გოგა ბითაძის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში მარცხდებოდა და მეოთხე პერიოდის დაწყებამდე 22 ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა."ორლანდოს" კალათბურთელებმა ბოლო პერიოდში საოცარი ქამბექი შემოგვთავაზეს, მათ მეოთხე მეოთხედი 37:8 მოიგეს და საბოლოო ჯამში მიმდინარე გათამაშებაში მე-18 გამარჯვება იზეიმეს.
გოგა ბითაძემ ტრადიციულად შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 31 წუთი დაყო რა დროშიც ქართველმა მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 18 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარებაა.
"ორლანდოს" მიმდინარე გათამაშებაში 18 გამარჯვება და 12 მარცხი აქვს და ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 24 დეკემბერს, "ბოსტონის" წინააღმდეგ გამართავს.