ფეხბურთი

2:10 | 22.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ მოუგო და ლა ლიგაში გალიდერდა (+VIDEO)

ესპანური ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩი, რომელშიც კატალონიური „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მასპინძლობდა, სტუმართა გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.

30-ე წუთზე „ბარსელონას“ ნახევარმცველმა პედრიმ გავის პასით გახსნა ანგარიში. მე-60 წუთზე „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა როდრიგო დე პოლმა მეტოქის საჯარიმო მოედნის გარედან დარტყმით გაათანაბრა.

„ბარსელონას“ დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება მაინც დიეგო სიმეონეს შეგირდებს დარჩათ. 90+6-ე წუთზე მადრიდელებს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდათ და ალექსანდერ სიორლოტმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ეს „ატლეტიკოს“ ზედიზედ მე-11 მოგებაა ყველა ტურნირზე. „ბარსელონა“ კი უკვე მიჯრით მესამედ დამარცხდა საკუთარ კედლებში.

მადრიდის „ატლეტიკომ“ 41 ქულა მოაგროვა და პრიმერას სატურნირო ცხრილში ლიდერობს. „ბარსელონა“ 38 ქულით მეორე ადგილზეა.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-18 ტური. 21 დეკემბერი: ხეტაფე - მალიორკა 0:1, სელტა - სოსიედადი 2:0, ოსასუნა - ბილბაო 1:2, ბარსელონა - ატლეტიკო 1:2

0.129537