ფეხბურთი

22:20 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვის ყოფილმა მწვრთნელმა „საუთჰემპტონი“ ჩაიბარა

ინგლისური „საუთჰემპტონის" ახალი მთავარი მწვრთნელი ხორვატი სპეციალისტი ივან იურიჩი გახდა- გვამცნობს „წმინდანთა" პრესსამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ხელშეკრულება 18 თვის ვადით გააფორმეს. მანამდე ინგლისურმა კლუბმა ყოფილი მწვრთნელი რასელ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში „ტოტენჰემთან“ (0:5) გუნდის გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.

49 წლის იურიჩის ბოლო სამუშაო ადგილი „რომა“ გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ხორვატი იტალიური კლუბიდან დანიშვნიდან 2 თვეში გაათავისუფლეს.

გასულ სეზონში ის საბა საზონოვის „ტორინოსაც“ წვრთნიდა.

მანამდე სპეციალისტი „ვერონაში“, „ჯენოაში“, „მანტოვასა“ და „კროტონეში“ მუშაობდა.

„საუთჰემპტონი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, 16 მატჩიდან მხოლოდ 5 ქულით.

0.117038