გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩში, „შტუტგარტმა“ „ზანქტ პაულის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე სტუმართა 26 წლის თავდამსხმელმა იოჰანეს ეგეშტაინმა გაიტანა. მას შეეძლო 53-ე წუთზე ჰამბურგული გუნდის უპირატესობა გაეორმაგებინა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.
ამრიგად, „შვაბებმა“ ყველა ტურნირზე გამარჯვების ოთხმატჩიანი სერია ვერ გააგრძელეს და ჩემპიონატში 23 ქულით მეცხრე ადგილზე არიან. „ზანქტ პაულიმ“ 14 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა.
„მაინცთან“ შინ დამარცხდა „აინტრახტი“ 1:3, რომელიც ცხრილში კვლავ მესამე ადგილზე დარჩა. მაინცელთაგან დუბლი მიითვალა პაულ ნებელმა. თანაც სტუმრები 21-ე წუთიდან კაცნაკლუნი თამაშობდნენ. მსაჯმა მოედნიდან მათი ნახევარმცველი, ნადიმ ამირი პირდაპირი წითლით დაითხოვა.
ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „ჰოლშტაინმა“ კი მოულოდნელად „აუგსბურგი“ 5:1 გაანადგურა. აქაც ორი დუბლი დაფიქსირდა. ორ-ორჯერ გაიტანეს ფილ ჰარესმა და იაპონელმა სიუტო მატინომ.
ბუნდესლიგს სატრნირო ცხრილს კვლავ „ბაიერნი“ ლიდერობს 36 ქულით. მისი უშუალო მდევარი კი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლევერკუზენის „ბაიერია,“ რომელიც დღეს, 21 დეკემბერს, გვიან მატჩში „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-15 ტური. 21 დეკემბერი: შტუტგარტი - ზანქტ პაული 0:1, აინტრახტი - მაინცი 1:3, ჰოფენჰაიმი - გლადბახი 1:2, ვერდერი - უნიონ ბერლინი 4:1, ჰოლშტაინი - აუგსბურგი 5:1, ბაიერი - ფრაიბურგი მოგვიანებით გაიმართება