ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურში „გრანადა“ სტუმრად „ეიბარს“ დაუზავდა (1:1), ხოლო გიორგი წიტაიშვილი საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როცა მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა. 82-ე წუთზე კი, პაბლო ინსუამ მისი გადაცემით მოახერხა გათანაბრება და გუნდს ქულა გადაურჩინა.
წიტაიშვილის აქტივში ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.
„გრანადა“ 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 იანვარს, „ბურგოსს“ უმასპინძლებს.