ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი დანილო თანახმაა იანვარში „ნაპოლის“ შეუერთდეს. ანტონიო კონტეს ბრაზილიელი მცველის დამატება ძალიან სურს.
როგორც La Repubblica იტყობინება, ფეხბურთელმა თანხმობა უკვე განაცხადა და ახლა კლუბები უნდა მორიგდნენ. საუბარია ჯაკომო რასპადორის „იუვენტუსში“ გადასვლაზე და დანილოსთან ბარტერზე, მაგრამ სხვა დეტალები უცნობია.
დანილოს „იუვესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რომლის განახლებას კლუბი არ აპირებს. ცოტა ხნის წინ ბრაზილიელმა საჯაროდ თქვა, რომ მას კონტრაქტის ბოლომდე გუნდში დარჩენა სურს და არ უნახავს კაპიტანი, რომელიც გუნდს სეზონის შუაში ტოვებს, ამიტომაც, პირველი არ იქნება, ვინც ასე მოიქცევა. თუმცა, იტალიური მედია ახლა სრულიად განსხვავებულ ცნობას ავრცელებს.
დანილოს „იუვენტუსამდე“ ევროპაში „მანჩესტერ სიტის“, „რეალის“ და „პორტუს“ რიგებში უთამაშია.