„ნაპოლიმ“ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა ცენტრალური მცველი დაიმატოს.
ანტონიო კონტეს გუნდს „რომას“ ფეხბურთელი ჯანლუკა მანჩინი დაუკავშირეს. მატეო მორეტოს ცნობით, ნეაპოლელებმა 28 წლის მცველის მიმართ ინტერესი გამოავლინეს და შეიძლება მოლაპარაკებები სულ მალე დაიწყოს.
სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ მორეტომ აღნიშნა, რომ იანვარში „ნაპოლი“ ცენტრალურ მცველს აუცილებლად დაიმატებს.
ჯანლუკა მანჩინი „რომაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 248 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ატალანტასა“ და „პერუჯაში“ გამოდიოდა.