იტალიის სერია A-ს მე-17 ტური „მილანის“ გამარჯვებით გაიხსნა. პაულუ ფონსეკას გუნდმა სტუმრად „ვერონა“ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
„როსონერისთვის“ სეზონი იდეალურად არ მიმდინარეობს და ეს ქულები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „მილანს“ ტიჯანი რეინდერსმა მოაგებინა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ეფექტური გოლი გაიტანა და შემდეგ არაფერი შეცვლილა.
„მილანი“ 26 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 დეკემბეს, „რომას“ უმასპინძლებს.