ქართველი მებრძოლის ალექსანდრე თოფურიას სადებიუტო ბრძოლის თარიღი UFC-ში ოფიციალურად ცნობილია. ალექსანდრე 2025 წლის 9 თებერვალს იბრძოლებს და მისი მეტოქე ავსტრალიელი მებრძოლი კოდი ჰადონი იქნება.
ამ ორთაბრძოლის შესახებ რამდენიმე დღის უკან გაუწყეთ ახლა კი აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად UFC-იმ დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ უფროსი თოფურია სუპერ მსუბუქ წონაში იასპარეზებს სადაც დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია. ალექსანდრეს სტატისტიკა MMA-ში 5:1:0-ზეა.რაც შეეხება ავსტრალიელ მებრძოლს მისი სტატისტიკა 8-1-0.