მიუნხენის „ბაიერნმა“ 2024 წელს ბოლო მატჩი ჩაატარა და წელი ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა.
ვენსან კომპანის გუნდმა ბუნდესლიგის მე-15 ტურში „ლაიფციგი“ 5:1 გაანადგურა. ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა, ჯამალ მუსიალამ გაიტანა. თუმცა, მეორე წუთზე უკვე 1:1 იყო, რადგან სტუმრებმა საპასუხო შეტევაში გაიტანეს, თავი ბენჟამინ შეშკომ გამოიჩინა. ასე რომ, მატჩს მაგარი სტარტი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, შემდეგ ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. „ბაიერნმა“ პირველივე ტაიმში მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა ლაიმერისა და კიმიხის გოლებით, რასაც მეორე ნახევარში სანეს და დევისი გოლებიც დაერთო.
„ბაიერნი“ 36 ქულით პირველ ადგილზეა, „ლაიფციგი“ 27 ქულით მეოთხე საფეხურს იკავებს. მიუნხენელები მომდევნო ტურში 11 იანვარს „გლადბახს“ შეხვდებიან, ხოლო „ლაიფციგი“ 12 იანვარს - „ვერდერს“.
„ბაიერნი“ – „ლაიფციგი“ 5:1 (3:1)
გოლები: 1:0 მუსიალა (1), 1:1 შეშკო (2), 2:1 ლაიმერი (25), 3:1 კიმიხი (36), 4:1 ზანე (75), 5:1 დევისი (78)