ფეხბურთი

0:34 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" რუბენ დიაში გამოაკლდა

„მანჩესტერ სიტიში“ საკადრო პრობლემებიც გრძელდება. გუნდს რუბენ დიაში გამოაკლდა.

როგორც პეპ გვარდიოლამ თქვა, პორტუგალიელ მცველს კუნთის დაზიანება აქვს და 3-4 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. დიაში „სიტისთვის“ დიდი დანაკლისია, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ ორი ცენტრალური მცველია ტრავმირებული - ნათან აკე და მანუელ აკანჯი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, ორჯერ ფრეს დასჯერდა და 8 მარცხი განიცადა.

0.118477