საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გამოჯანმრთელდა და წლის ბოლო მატჩში ითამაშებს.
„ლიონი“ 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე „ფეინი ოუნოუას“ დაუპირისპირდება და აშკარა ფავორიტია. გიორგის ვირუსი ჰქონდა და ბოლო ვარჯიშები გაუცდა, რის გამოც ვარაუდობდნენ, რომ ვერ ითამაშებდა.
თუმცა, მან დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო და სათამაშოდ მზადაა. ის მატჩის განაცხადშიც მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელის განკარგულებაშია და მოედანზე უნდა ვიხილოთ.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.