ფეხბურთი

22:37 | 20.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის "კოლხეთმა" გიორგი მოისწრაფიშვილი დაიმატა

ფოთის „კოლხეთმა“ გიორგი მოისწრაფიშვილი დაიმატა. ტრანსფერი მეგრული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მოისწრაფიშვილმა „კოლხეთთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი ბოლოს „დინამო თბილისში“ თამაშობდა, რომლის აკადემიის აღზრდილია, ასევე იყო „თელავის“ და ბელგიური „ბევერენის“ რიგებში. ცოტა ხნის წინ ის უკრაინულ „კოლოსში“ გადადიოდა, მაგრამ დადასტურებული ტრანსფერი მალევე ჩაიშალა.

გიორგი მოისწრაფიშვილს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.111935