ფეხბურთი

23:16 | 20.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი გაგუას გოლი ხორვატიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ხორვატიის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი გაგუას „ისტრა“ სტუმრად „ოსიეკს“ დაუზავდა (2:2), ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

გიორგიმ მეტოქის კარი 59-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 2:0 გახდა, თუმცა „ოსიეკმა“ 7 წუთის შემდეგ მოახერხა გათანაბრება და გუნდებმა ქულები გაიყვეს. გაგუა მოედანზე 90 წუთი იყო. გიორგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული 2 გოლი გაიტანა.

„ისტრა“ 19 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 25 იანვარს, „დინამო ზაგრებს“ ესტუმრება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:28 | 19.11.2014
arturi-baierni (24493)

ისე მიდის საქმე მხოლოდ პეპის ამარა დავრჩებით

17:21 | 19.11.2014
chamilo (33560)

იმედია შენი ტრამვაც გუნდს ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის

0.082129