„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და სულ მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
„კარგად ვარ, ახლა უკეთ ვარ. ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, მაგრამ შობის (25 დეკემბრის) შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ.
ვამაყობ, რომ „ვალენსიაში“ მეოთხე წელია ვარ, პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ძალიან მიხარია, რომ „ვალენსიას“ ფეხბურთელი ვარ. ახლა გვჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა, როგორც არასდროს. თამაშები უნდა მოვიგოთ და უფრო ძლიერები ვიყოთ, ვიდრე ოდესმე. „ესპანიოლთან“ ძალიან კარგი მეორე ტაიმი ვითამაშეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტს გადავლახავთ და სატურნირო ცხრილში წინსვლა გვექნება“, - თქვა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 11 ქულით ლა ლიგაში ბოლო ადგილზეა. გიორგი მამარდაშვილი წლის ბოლო მატჩს გამოტოვებს 22 დეკემბერს, „ალავესთან“ და სავარაუდოდ, სათამაშოდ მზად 4 იანვარს, „რეალთან“ შეხვედრაში იქნება.