„ნაპოლის“ იანვარში პორტუგალიელი მცველი მარიო რუი დატოვებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
33 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შემადგენლობას ჩამოშორებულია და გუნდთან ერთადაც ვერ ვარჯიშობს. მხარეები შეთანხმდნენ კონტრაქტის გაწყვეტაზე, შესაბამისად, იანვრიდან რუი თავისუფალი აგენტი გახდება.
მარიო რუი „ნაპოლის“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 227 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. პორტუგალიელს ასევე უთამაშია „რომაში“, „ემპოლიში“, „სპეციაში“, „გუბიოსა“ და „ფატიმაში“.
გარდა ამისა, იტალიური მედია იტყობინება, რომ „ნაპოლი“ „ლეჩედან“ იტალიელ შემტევს, ლუის ჰასას დაიმატებს. 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
ჰასა „იუვენტუსის“ აღზრდილია და გასულ ზაფხულს ის „ლეჩეში“ გადავიდა, თუმცა ამ კლუბში დღემდე დებიუტიც არ ჰქონია.