„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „ჯენოასთან“ მატჩისთვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაცია ანტონიო კონტემ დაადასტურა.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა თამაშის წინ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კვარას დაბრუნება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
„კვარამ ვარჯიში ჩვენთან ერთად გუშინ განაახლა. დღეს უფრო თავისუფლად ივარჯიშა, ხელმისაწვდომია, დაგვანახა, რომ თამაში შეუძლია და ჩვენთან ერთად იქნება. მისი დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო წინა ტურში „უდინეზესთან“ ვერ ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. „ჯენოა“- „ნაპოლის“ შეხვედრა 21 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.