ფეხბურთი

18:20 | 20.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "სენტ ეტიენში" ახალი მწვრთნელი დანიშნეს

„სენტ ეტიენს“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

„მწვანეები“ ნორვეგიელმა ეირიკ ჰორნელანდმა ჩაიბარა, რომელმაც კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ჰორნელანდი ნორვეგიის 19-წლამდე ნაკრებსა და „რუსენბორგში“ მუშაობდა, ბოლო 3 წელი კი, „ბრანში“ იმუშავა, რომელსაც ნორვეგიის ჩემპიონატი და ნორვეგიის თასი მოაგებიინა.

ჰორნელანდმა ოლივიე დალ’ოლიო შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში 15 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-16 ადგილზეა და 4 იანვარს, „რეიმსს“ უმასპინძლებს, თუმცა, მანამდე 22 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე „მარსელს“ დაუპირისპირდება.

0.060799