სხვა

15:30 | 20.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

5 ქართველი მებრძოლი, რომლებიც შესაძლოა მალე UFC-ში ვიხილოთ

დღეს წარმოგიდგენთ 5 ქართველ MMA- ს მებრძოლებს, რომლებმაც უახლოეს პერიოდში შესაძლოა UFC-ში იბრძოლონ. ამ ეტაპზე MMA-ს ყველაზე დიდ ორგანიზაციაში საქართველოს 6 წარმომადგენელი ჰყავს: მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე და ალექსანდრე თოფურია.

1 - ამირან გოგოლაძე. ამირანმა ზედმეტსახელად "სნაიპერი" უკვე იბრძოლა დანა ვაითის კონტენდერების სერიაზე 2022 წელს, თუმცა იმ ბრძოლაში ქართველს არ გაუმართლა, რადგან მხრის დაზიანება მიიღო და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხა.

2 - ოთარ თანზილოვი. 26 წლის ახალგაზრდა მებრძოლმა ასევე იბრძოლა კონტენდერების სერიაზე, სადაც მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. მის ბრძოლას დაესწრო თავად დანა ვაითი და როგორც ირკვევა ქართველი მებრძოლის სტილით ძალიან მოხიბლულია. თანზილოვს სპეციალისტები UFC-ში ჩხუბს მალე უწინასწარმეტყველებენ.

3 - ლევან ჩოხელი. ლევანი ამჟამად ორგანიზაცია "ბელატორის" მებრძოლია, სადაც მან ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ ბოლო ბძოლაში დამარცხდ. მისი MMA-ს სტატისტიკა 13:3:0-ზეა.

4 - ბიძინა გავაშელიშვილი. 26 წლის ქართველ მებრძოლს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში BRAVE CF -ში იბრძვის, სადაც 2 დან 2 გამარჯვება აქვს და მომავალ ბრძოლას დიდი ალბათობით უმსუბუქესი წონის ქამრისთვის ჩაატარებს.

5 - ელენე ლოლაძე. 21 წლის ელენე ლოლაძემ MMA-ის პროფესიონალური კარიერა ნოკაუტით გახსნა. მან სადებიუტო ბრძოლა 27 წამში მოიგო და თურქი ესმა ქესკინკილიჩი დაამარცხა.

0.108175