მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმის გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. პორტუგალიელი სპეციალისტი "ატალანტას" ბრაზილიელ ფეხბურთელს ედერსონს აკვირდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს, მისი თქმით ამორიმის მთავარი სამიზნე სწორედ 25 წლის ედერსონი იქნება, რადგან მისი სათამაშო უნარები ზუსტად ერგება პორტუგალიელის სათამაშო სტილს.როგორც ცნობილი ხდება "მანჩესტერ იუნაიტედი" ედერსონის შეძენას 2025 წლის ზაფხულში შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ედერსონი "ატალანტას" რიგებს 2022 წელს "სალერნიტანადან" შეუერთდა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.