"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპიდან კატალონიის ოლიმპიურ სტადიონზე ვეღარ ითამაშებს და ახალი მოედნის მოძიება მოუწევს.
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს. ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გასამართად "ბარსას" 21 თებერვლამდე ახალი სტადიონის მოძებნა მოუწევს.როგორც ცნობილი ხდება კატალონიელები "ვალენსიას" და მადრიდის "ატლეტიკოს" სტადიონებს განიხილავენ და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. "მესტალია" 50 ათას გულშემატკივარს იტევს, ხოლო "ვანდა მეტროპოლიტანოზე" 70 ათასი.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" საშინაო არენა "კამპ ნოუ" რემონტშია და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. აქვე გეტყვით იმასაც , რომ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური მატჩები 4-11 მარტს არის ჩანიშნული.