ფეხბურთი

10:58 | 20.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დაუფასებელი" , ჩემპიონშიფის ოფიციალური გვერდი გიორგი ჩაკვეტაძეზე პოსტს აქვეყნებს

ჩემპიონშიფის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "უტფორდის" ქართველ ფეხბურთელზე წერენ.

პოსტში გიორგი ჩაკვეტაძეს როგორც "დაუფასებელს" ისე მოიხსენებენ და მის სტატისტიკას აქვეყნებენ. "ჩაკვეტაძეს აქვს ყველაზე მეტი შანსი შექმნილი ლიგაში და ის ასევე წარმატებულ დრიბლინგში მეორე ადგილზეა. დაუფასებელი"

გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშებაში 20 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

0.125255