NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდომ" საკუთარ კედლებში "ოკლაჰომას" უმასპინძლა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 105:99 დასრულდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ყველა პერიოდი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, გარდა მეორე პერიოდისა, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. სტუმრებმა მეორე პერიოდი 18 ქულიანი სხვაობით მოიგეს, რისი ამოქაჩვაც "ორლანდომ" დარჩენილ პერიოდებში ვეღარ შეძლო.
გოგა ბითაძემ კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და მორიგი ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. ქართველმა პარკეტზე გატარებულ 27 წუთში 15 ქულის, 10 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემის და 1 ბლოკშოთის გაკეთება მოხერხა.
შეგახსენებთ, რომ „ორლანდოს“ 17 მოგება და 12 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის გათამაშებაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრაში გოგას გუნდი საკუთარ მოედანზე "მაიამი ჰიტს" დაუხვდება, მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.