ფეხბურთი

23:30 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს რაშფორდმა "მანჩესტერი" შეიძლება იანვარში დატოვოს

მარკუს რაშფორდმა იანვარში შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს. 27 წლის ფორვარდი რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედის.

ზედიზედ ორი მატჩი პორტუგალიელმა რაშფორდი განაცხადს მიღმა დატოვა და უკვე ცნობილია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მის სათამაშო იდეებს არ შეესაბამება. შესაბამისად, ტრანსფერზეც საუბარი დაიწყო.

რაშფორდს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მთავარი პრობლემა მისი ძალიან მაღალი ხელფასია, რის გამოც ევროპაში ბევრ გუნდს გაუჭირდება მისი დამატება. თუმცა, შესაბამის კლუბებში შეიძლება იყვნენ პსჟ და „ბაიერნი“.

გარდა ამისა, ბრიტანელები წერენ, რომ საუდის არაბეთში, „ალ აჰლის“, „ალ ჰილალს“, „ალ იტიჰადსა“ და „ალ ნასრს“ შეუძლიათ რაშფორდის პირობების დაკმაყოფილება და შეიძლება არაბეთში წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. მიუხედავად ამისა, თვითონ ფეხბურთელს ინგლისში დარჩენა სურს, რათა ინგლისის ნაკრებში მოხვედრის შანსი კიდევ ჰქონდეს.

მარკუს რაშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა სხვაგან არასდროს უთამაშია, მთავარ გუნდში კი, 2015 წლიდან გამოდის და დღემდე 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა.

0.114101