მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში კარგი იქნებოდა, ხოლო ლიონელ მესისთან ერთად თამაში ვერც წარმოედგინა.
„რონალდუსთან თამაში კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს რთული იქნება. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე. მესისთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, არასდროს მიფიქრია, რომ მასთან ერთად ვითამაშებდი. ის უნიკალურია, როგორც კრიშტიანუ და ორივე ამ სპორტის ლეგენდაა“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს ბავშვობის კუმირი კრიშტიანუ რონალდუა, ხოლო მესის თანაგუნდელი „პარი სენ-ჟერმენში“ იყო.