„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას სახეზე რამდენიმე ნაკერი დაადეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იუქმებს.
იტალიელმა მეკარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კარგადაა. აღსანიშნავია, რომ „მონაკოსთან“ მატჩის შემდეგ ის გასახდელში შეხვდა ვილფრიდ სინგოს, რომელმაც მიაყენა სერიოზული დაზიანება. შეხვედრა თბილი იყო, „მონაკოს“ მცველმა მას ბოდიშიც მოუხადა.
სინგომ შემდეგ სოციალურ ქსელში უკვე საჯაროდ მოუხადა ბოდიში დონარუმას:
„მინდა, ბოდიში მოვუხადო ჯანლუიჯი დონარუმას. ჩემი ჟესტი აშკარად არ იყო გამიზნული, მხოლოდ მოგვიანებით დავინახე, რომ მას სახეზე სერიოზული ჭრილობა ჰქონდა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - დაწერა სინგომ სოციალურ ქსელში.