ფეხბურთი

16:17 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაის" მიქაუტაძის დამატება სურს

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „გალათასარაის“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქმა ჟურნალისტმა იაგიზ საბუნჩოღლუმ გაავრცელა.

როგორც ის იტყობინება, „გალათასარაი“ „ლიონს“ მიქაუტაძის და გიფტ ორბანის შესახებ დაუკავშირდა და იანვარში ერთ-ერთი მათგანის ტრანსფერი სურს.

თურქულ გუნდს სეზონის ბოლომდე მაურო იკარდი გამოაკლდა და მისი შემცვლელი სჭირდება, გარდა ამისა, უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში ვიქტორ ოსიმენიც. ფრანგული გუნდის პასუხი ჯერ უცნობია, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო „ლიონი“ იძულებულია ფეხბურთელები გაყიდოს და საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში გამორიცხული არაფერია.

აღსანიშნავია, რომ იტალიური მედია მიქაუტაძეს „იუვენტუსს“ უკავშირებს, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა „ლიონის“ მაისურით, ხოლო გიფტ ორბანს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს - 5 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

0.112924