ფეხბურთი

12:48 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი კიეზაზე: „ფედერიკოს ექვსი თვე არ უთამაშია, მაგრამ ბედნიერი ვარ მისი მინდორზე ხილვით“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მერსისაიდერელთა იტალიელ ფეხბურთელზე, ფედერიკო კიეზაზე ისაუბრა, რომელიც ოთხშბათს „საუთჰემპტონთან“ (2:1) ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალურ მატჩში გამოჩნდა მინდორზე.

„როდესაც ფეხბურთელი არ თამაშობს ხუთი ან ექვსი თვის განმავლობაში, ბევრის მოლოდინი არ შეიძლება. მაგრამ მომეწონა ის, რაც მისგან ვნახე. რამდენიმე მომენტში გამოირჩა. ვფიქრობდი, ფედეს უკეთესად შეეძლო ეთამაშა, მაგრამ რაც ვნახე, აბსოლუტურად ნორმალურია.

კიეზამ ბევრი დრო გააცდინა, მისი ფორმაში დაბრუნება ადვილი არ არის. მაგრამ სასიამოვნოა, რომ მან საუკეთესო მხარე აჩვენა „საუთჰემპტონთან“ მატჩში“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური საიტი.

ფედერიკო კიეზა „ლივერპულს“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ შეუერთდა.

0.116798