პსჟ-ის მცველმა და კაპიტანმა მარკინიოსმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის „მონაკოსთან“ მატჩში (4:2) მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას ტრავმაზე ისაუბრა.
„თუ VAR-ი არსებობს, მსაჯს უნდა ეთქვას ამის შესახებ. ჩვენ უნდა დავიცვათ ფეხბურთელები, არც კი ვიცი შეძლებს თუ არა დონარუმა მალე დაბრუნებას“, - ციტირებს მარკინიოსს L’equipe.
დონარუმა მოწინააღმდეგე ფეხბურთელ ვილფრიდ სინგოსთან სერიოზული შეჯახებისას დაშავდა. ამ ეპიზოდისთვის მონაკოს ფეხბურთელმა მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო.