მადრიდის „რეალის" ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, რომელმაც 2024 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალურ მატჩში მექსიკის „პაჩუკასთან“ (3:0) გამარჯვების გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, მადრიდული კლუბის იშვიათი მიღწევა გაიმეორა- გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Sport.
მბაპე გახდა მესამე ფეხბურთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ვინც მადრიდის „რეალის" პირველ ორ ფინალში გაიტანა. ადრე ამ მიღწევას უელსელმა გარემარბმა გარეთ ბეილმა (2014) და ესპანელმა მარკო ასენსიომ (2017) უწიეს.
შეგახსენებთ, რომ ადრე მბაპემ „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში უეფას სუპერთასი მოიგო.
მიმდინარე სეზონში მბაპემ კლუბის შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 13 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.