ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრედ, 1:1 დასრულდა. ხავი პუადოს გოლით პირველი ტაიმის მიწურულს ბარსელონელები დაწინაურდნენ, რასაც მეორე ნახევრის დასაწყისში დიეგო ლოპესმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
გიორგი მამარდაშვილს ტრავმა აქვს და ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
„ვალენსია“ 11 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 22 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ალავესთან“ გამართავს.