ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „კოლოსოს როდესი“ ადვილად, 92:73 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა.
ესპანელებმა პირველი პერიოდი 9 ქულით წააგეს, მაგრამ მეორე მეოთხედშივე გამოასწორეს სიტუაცია, რომელიც 35:11 მოიგეს და მატჩს ინტრიგა პირველივე ტაიმში დაუკარგეს.
გიორგი შერმადინმა 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.
„ტენერიფემ“ C ჯგუფში 6 მოგებით პირველი ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.