ფეხბურთი

1:20 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ შეიძლება წლის ბოლო მატჩში ვერ ითამაშოს

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, წლის ბოლო მატჩი გამოტოვოს, რადგან ქართველი ფეხბურთელი გაციებულია.

მიქაუტაძეს 18 დეკემბერს, „ლიონის“ სტადიონთან ახლოს საქველმოქმედო აქციაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომლისგანაც შეგროვებული თანხით ბრონის საავადმყოფოში ბავშვებს სათამაშოებით და საჩუქრებით დაეხმარებოდა.

ქართველმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა, რომ თავს ცუდად გრძნობს და იმედოვნებს, რომ ეს ღონისძიება უბრალოდ სამომავლოდ გადაიდება.

„ლიონს“ 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასის მატჩი ელოდება, რომელშიც სავარაუდოდ, გიორგი ვერ ითამაშებს, რადგან შეხვედრამდე მხოლოდ ორი დღეა დარჩენილი. „ლიონი“ ლიგა 1-ის მე-16 ტურის მატჩს უკვე 2025 წელს, 4 იანვარს, „მონპელიესთან“ ჩაატარებს.

0.118626