ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მადრიდის „რეალმა“ მექსიკური „პაჩუკა“ დაამარცხა და 2024 წელი ტიტულით დაასრულა.
კარლო ანჩელოტის გუნდი აშკარა ფავორიტი იყო და ფინალის მოგება არც გასჭირვებია. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს კილიან მბაპემ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ჯერ როდრიგომ გაზარდა სხვაობა, შეხვედრის მიწურულს კი, ვინისიუსმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
„რეალმა“ ეს ჯილდო ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა.