UFC 311 -ზე, რომელიც 19 იანვარს გაიმართება, ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ქამრის დაცვას შეეცდება. მისი მეტოქე რუსი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
აღნიშნულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა კორი სენდჰეგენმა, რომელიც უმარმა მის ბოლო ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
“ვფიქრობ ნურმაგომედოვი ამ ბრძოლაში ფავორიტია და გაიმარჯვებს, რადგან ის მერაბს ყველა კომპონენტში აღემატება. ვერ ვხვდები უბრალოდ, როგორ უნდა აჯობოს მერაბმა ან მიწაზე ან დგომში”, - განაცხადა სენდჰეგენმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ს ქამარი 14 სექტემბერს მოიპოვა, მან შონ ომალი მსაჯების ერთულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.