ფეხბურთი

20:19 | 18.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

The Guardian-მა მამარდაშვილი და კვარაცხელია 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელა.

კვარაცხელიას 49-ე ადგილი ერგო, ხოლო მამარდაშვილს Guardian-ის რედაქციამ მე-80 ადგილი მიაკუთვნა.

„ნაპოლის“ არც ერთ ფეხბურთელს არ წარმოუჩენია თავი საუკეთესოდ სეზონში, რომელიც გუნდმა მე-10 ადგილზე დაასრულა და სამი მწვრთნელი შეიცვალეს. მიუხედავად ამისა, კაცმა, რომელსაც კვარადონას უწოდებენ, მაინც შეძლო 11 გოლის გატანა. მან ასევე გაიტანა საქართველოს პირველი გოლი პორტუგალიასთან მოგებულ მატჩში, რამაც მისი ქვეყანა ევრო 2024-ის მერვედფინალში გაიყვანა. ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლი“ და კვარაცხელიაც სწორი მიმართულებით მიდიან და სეზონის უმეტესი ნაწილი პირველ ადგილზე გაატარეს“, - წერს გამოცემა კვარაცხელიას შესახებ.

„მეკარისთვის ძალიან დატვირთული წელი იყო. ევრო 2024-ზე საქართველოს ყველა თამაში მისთვის გამოცდა იყო და ამ სეზონშიც გადარჩენისთვის მებრძოლ „ვალენსიაშიც“ ბევრი შრომა უწევს. სუსტი დაცვითი ხაზებით თამაშმა მამარდაშვილის ნიჭი ყველას დაანახა. ის ხშირად იყო ყველაზე შთამბეჭდავი მეკარე ესპანეთის ჩემპიონატში, კარი მშრალად შეინახა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში, რის შემდგომაც საქართველო ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე 20 სეივი შეასრულა, აქედან 11 ჩეხეთის წინააღმდეგ. საქართველო სენსაციურად გავიდა მერვედფინალში პორტუგალიასთან გამარჯვების წყალობით და „ლივერპულმა“ მის შესაძენად 30 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ დროისთვის იჯარით „ვალენსიაში“ იმყოფება და გაისად, სავარაუდოდ, ალისონს შეცვლის“, - წერს ავტორიტეტული გამოცემა მამარდაშვილის შესახებ.

0.165614