ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ განაცხადა, რომ კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი, რომელთანაც უმუშავია, ექტორ რაულ კუპერი იყო.
არგენტინელის და ბრაზილიელის გზები მილანის „ინტერში“ გადაიკვეთა. მოგეხსენებათ, კუპერი საქართველოს ნაკრებიც მწვრთნელი გახლდათ.
„ნამდვილად მგონია, რომ არგენტინელი ექტორ კუპერი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი იყო. „ინტერთან“ ჩემი ისტორია ცუდად რომ დასრულდა, ეს მხოლოდ ამ მწვრთნელის გამო მოხდა. 2002 წელს ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი მუხლის ოპერაციის შემდეგ, მინდოდა მეთამაშა, მაგრამ ჩემსა და მასს შორის კარგი ურთიერთობა არ იყო. არასდროს მითხოვია პრეზიდენტისთვის ჩემსა და მწვრთნელს შორის არჩევანი გაეკეთებინა, მაგრამ მაშინ იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა“, - თქვა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ რონალდო და კუპერი „ინტერში“ 2001-2002 წლების სეზონში მუშაობდნენ, 2002 წლის ზაფხულში კი, იტალიურმა კლუბმა ბრაზილიელი ფორვარდი მადრიდის „რეალში“ გაყიდა.
კუპერი საქართველოს ნაკრებში 2008-2009 წლებში მუშაობდა, თუმცა ძალიან წარუმატებლად.