„ნაპოლი“ იანვრის სატრანფერო ფანჯრისთვის ემზადება და შეიძლება ანტონიო კონტეს გუნდში რამდენიმე სიახლე იყოს.
მას შემდეგ, რაც „ნაპოლის“ ალესანდრო ბონჯორნო დაუშავდა, ცენტრალური მცველი შეიძლება კლუბმა დაიმატოს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ნეაპოლელთა სამიზნე „ემპოლის“ ალბანელი მცველი არდიან ისმაილია, რომლის დამატება იანრის პირველივე დღეებში სურთ.
„ნაპოლი“ მზადაა „ემპოლის“ გარკვეული ოდენობის თანხა გაუდახადოს და პლუს იჯარით დაუთმოს ალესიო ძერბინი. მიუხედავად იმისა, რომ ბონჯორნო გუნდს იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში დაუბრუნდება, „ნაპოლიში“ მცველის დამატება მაინც მიზანშეწონილად მიაჩნიათ.
გარდა ამისა, საუბრობენ, რომ „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ მარცხენა მცველებს გაცვლიან. ლეონარდო სპინაცოლამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და კლუბი მზადაა ის გაუშვას, სანაცვლოდ კი, კრისტიანო ბირაგი დაიმატოს, რომლის წასვლა იანვარში „ფიორენტინადან“ უკვე გადაწყვეტილია, რაც აგენტმაც დაადასტურა და „იების“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელე პალადინომაც.