"ლიონის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში "ლიონი" "პსჟ"-ს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც ჯანლუიჯი დონარუმას ლამაზად გადაუგდო ბურთი თავზე.
„ლიონი“ 15 ტურის შემდეგ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 იანვარს, „მონპელიეს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე ითამაშებს.