"რომას" არგენტინელმა შემტევმა პაულო დიბალამ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა თურქეთში გააგრძელოს. როგორც ირკვევა მისი შეძენით "გალათასარაი" სერიოზულადაა დაინტერესებული.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს. მისი თქმით თურქულ კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და შესაძლოა არგენტინელი ახალ კლუბში ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა "რომას" რიგებს 2022 წელს "იუვენტუსიდან" შეუერთდა, მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.