UFC 311 -ზე, რომელიც 19 იანვარს გაიმართება, ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ქამრის დაცვას შეეცდება. მისი მეტოქე რუსი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
ამ ჩხუბრთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და უმარის ბიძაშვილმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
მისი თქმით მაყურებელს უმარი მალე დაუმტკიცებს თუ რატომ ნერვიულობს მერაბი ასე ძალიან.
"როცა მერაბი კარიერას იწყებდა ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ჩემპიონობის შემდეგ ის ამ ყველაფერს ვეღარ უმკლავდება. უმარს ეს ბრძოლა იმის გამო არ დაუმსახურებია, რომ ჩემი ბიძაშვილია.მან ეს ყველაფერი დაიმსახურა თავისი შრომით და შედეგებით. ვერ ვხვდები დვალიშვილს რატომ ჰგონია რომ ეს ბრძოლა მას აჩუქეს. მალე დაუმტკიცებს უმარი ყველას რატომ ნერვიულობს ასე ძალიან მერაბი." - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ს ქამარი 14 სექტემბერს მოიპოვა, მან შონ ომალი მსაჯების ერთულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.